FAQ

შეხვედრა ქობულეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

21 ნოემბერი 2016

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა გასული წლიდან მიმდინარეობს. მიმდინარე წელს კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება დაიწყო.
რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს.
19 და 20 ნოემბერს, ქობულეთში, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ გაიმართა შეხვედრა აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომელსაც ესწრებოდნენ: ქობულეთის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“, ბათუმის სსიპ პროფესიული კოლეჯ „ბლექსის“, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპს ბათუმის სამედიცინო აკადემიის, სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ასევე, ფოთის სსიპ პროფესიული კოლეჯ „ფაზისის“ პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრა ქობულეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებთან