FAQ

სამუშაო შეხვედრა მეწარმეობის მოდულთან დაკავშირებით

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
25 ნოემბერი 2016

 

22 ნოემბერს სასტუმროში Holiday Inn-ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სამრეწველო პალატისა და „მეწარმეობის“ მოდულის განმახორციელებელ პედაგოგების ჩართულობით. სამუშაო შეხვედრაზე გადამუშავდა „მეწარმეობის“ მოდული, რომელიც 2015 წლის შემოდგომიდან ჩაშვებულია სწავლებაში.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მოდულის გადამუშავება საქართველოს სამრეწველო პალატის აქტიური ჩართულობით. გადამუშავების შემდეგ მოეწყობა „მეწარმეობის“ მოდულის საჯარო განხილვები.