24 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვოთარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ იმ უმაღლეს და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ჯერ არ დაუმატებიათ მოდულური პროგრამები.
შეხვედრაზე განიხილული იქნა მოდულური პროგრამების დანერგვის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, დამსწრე პირებმა მოისმინეს ინფორმაცია მოდულური პროგრამების, მათ შორის დუალური მიდგომით განსახორციელებელი პროგრამების, დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
დამსწრე პირების მხრიდან დაისვა ბევრი შეკითხვა, რომლებზეც გაიცა ამომწურავი და კონკრეტული პასუხები.