FAQ

შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციასთან

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
26 ივნისი 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები სტუმრობდნენ.

ცენტრის დირექტორის მოადგილე, თამარ მამუკელაშვილი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის თანამშრომლები აზერბაიჯანის დელეგაციას შეხვდნენ და საქართველოში ევროკავშირის სექტორული საბიუჯეტო დახმარების პროგრამების გამოცდილება გააცნეს.


აზერბაიჯანული მხარე განსაკუთრებით იყო დაინტერესებული პროფესიული განათლების სექტორში მიმდინარე საბიუჯეტო დახმარების პროგრამის მიმდინარეობით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეს საბიუჯეტო დახმარების პროგრამის განხორციელების სისტემისა და პროცესის მართვის თავისებურებების შესახებ საკუთარი გამოცდილების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.