FAQ

მორიგი შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
29 ნოემბერი 2016

 

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა გასული წლიდან მიმდინარეობს. მიმდინარე წელს კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება დაიწყო.
რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

28 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: პროფესიული კოლეჯ „იკაროსის“, მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯ ,,იმედის“, დაბა აგარის საჯარო სკოლის, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.