30 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგნობრივ ექსპერტებთან, რომლებიც პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციის მოდულების გზამკვლევებზე მუშაობენ. გზამკვლევების მომზადების შემდეგ პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირების პროცესი დაიწყება.
აღნიშნული საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ე.წ. „საგანმანათლებლო ჩიხების“ აღმოფხვრას და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობას.