FAQ

პროფესიული უნარების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა

9 დეკემბერი 2016

8 დეკემბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: პროფესიული უნარები და პროფესიული განათლება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის.

შეხვედრაში საქართველოს აღამასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-გაერთიანებებისა და დარგობრივი საბჭოების წევრები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში ბიზნესისათვის საჭირო უნარების იდენტიფიცირების, დარგობრივი საბჭოების როლის გაძლიერების და პროფესიული განათლების მოქნილობის უზრუნველყოფის საკითხები, რათა ის უკეთ რეაგირებდეს ბიზნესის განვითარების საჭიროებებზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ ისაუბრა პროფესიული უნარების საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინების არსებულ პრაქტიკაზე და დარგობრივი საბჭოების განვითარების ხედვებზე, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში საჭირო უნარების იდენტიფიცირების შესაძლებლობებზე ტრანსპორტის სფეროს მაგალითზე.

პროფესიული უნარების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა