FAQ

საჯარო დისკუსია: საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ - პროფესიული უნარები DCFTA-ს კონტექსტში

6 დეკემბერი 2016


5-9 დეკემბერს მიმდინარე პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულის ფარგლებში, რომელიც ევროკომისიის ინიციატივით პირველად იმართება ბრიუსელში, ევროკავშირის წევრ, კანდიდატ და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებში, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ - პროფესიული უნარები DCFTA-ს კონტექსტში“. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის საჭიროებების შესახებ ცნობიერების გაზრდა, კერძოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა (AA) და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) განხორციელების კონტექსტში.

შეხვედრაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარმოადგენდა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი კახაბერ ერაძე, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა პროფესიული განათლების სისტემაში მიდინარე რეფორმებზე და ცენტრის როლზე აღნიშნულ პროცესებში.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საგანმანათლებლო, ბიზნეს-წრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საჯარო დისკუსია: საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ - პროფესიული უნარები DCFTA-ს კონტექსტში