8 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ , ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და მათი საერთაშორისო პარტნიორის „პირსონს ედუქეიშენ ლიმითედის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითრების ხელშეწყობის პროგრამის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების სისტემისა და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, მიმოიხილეს რეფორმაში მათი ჩართულობის მნიშვნელობა და აქტივობები.
შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკური განვითარებისთვის“ - ფარგლებში მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაიმართა.