შეხვედრა სოფლის მეურნეობაში სტანდარტებისა და პროფესიული განათლების პროგრამების ოპტიმიზაციის მიზნით

10 დეკემბერი 2016


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების
ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის მეურნეობაში პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული განათლების პროგრამების/მოდულების ოპტიმიზაციისა და შემუშავების პროცესი.

პროექტის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 8 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სოფლის მეურნეობის მიმართულებით დარგის ექსპერტებმა საერთაშორისო დასაქმებისა და განათლების კლასიფიკატორებში განსაზღვრული საკითხები განიხილეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, კვალიფიკაციის ფორმირების შესაძლებლობების განსაზღვრას, რის შედეგადაც პროფესიულ განათლებაში შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საკითხი დაიგეგმება.

შეხვედრა სოფლის მეურნეობაში სტანდარტებისა და პროფესიული განათლების პროგრამების ოპტიმიზაციის მიზნით