FAQ

მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

13 დეკემბერი 2016

 

12 დეკემბერს,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს თევზის გადამუშავების სპეციალისტის პროფესიული სტანდარტი, რომელიც შეიქმნა პროფესიულ კოლეჯ  "ფაზისის"  მიერ ათასწლეულის გამოწვევების ფონდის საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის  "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" ფარგლებში.

მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს  თევზის გადამუშავების სპეციალისტის პროფესიული სტანდარტის დასამტკიცებლად.

მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა