13 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმარტა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილი საგრანტო პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ - ფარგლებში მომზადებული ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტთან ინტეგრირებული ზოგადი მოდულები, რომლებშიც გაერთიანდა ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
ინტეგრირებული მოდულები გამოყენებული იქნება იმ IV საფეხურის მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, სადაც დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება. წარმოდგენილი მიდგომა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ჩიხების აღმოფხვრას. ახლადშემუშავებული ინტეგრირებული მოდულების პილოტირება განხორციელდება მოდულების დამტკიცებისთანავე.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ვიზიტების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადამუშავებული სავალდებულო ზოგადი მოდულები.
ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს წარმოდგენილი მოდულების დასამტკიცებლად.