გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 დეკემბერს გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომლის მიზანია საერთაშორისო კლასიფიკატორების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ეროვნული ეკონომიკური სახეების კლასიფიკატორის განხილვა სოფლის მეურნეობის ჭრილში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სფეროსა და პროფესიული დაწესებულებების წარმომადგენლები. მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ მეცხოველეობასა და მემცენარეობაში პროგრამების შინაარსსა და კვალიფიკაციის ფორმირებების შესაძლებლობებზე.