FAQ

საქართველომ აზერბაიჯანს ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილება გაუზიარა

22 დეკემბერი 2016


2 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „აკრედიტაცია როგორც ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი განათლებაში“ და გამოცდილება გაუზიარეს აზერბაიჯანის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა 2005 წლიდან დღემდე საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, განვითარების ეტაპების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო აზერბაიჯანში ახალი დაარსებულია და მიზნად ისახავს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის პროცესების წარმართვას. ამჟამად, სააგენტო, ფინეთისა და ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობით, ახორციელებს Twinning-ის პროგრამას. კონფერენციაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ფინეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

საქართველომ აზერბაიჯანს ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილება გაუზიარა