განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 21 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის პილოტირებისათვის შექმნილი გზამკვლევები განიხილეს.
გზამკვლევები გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილი საგრანტო პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ - ფარგლებში მომზადდა და მიზნად ისახავს პედაგოგების მხარდაჭერას „ინტეგრირებული მოდულების“ სწავლების პროცესში.
გზამკვლევებზე მუშაობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება.