2013 წლიდან მიმდინარე პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი შეთავაზება საზოგადოებისათვის. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ 2016 წლის ბოლოსათვის დამტკიცებულია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების მიღება შემდეგი მოდულურ/დუალურ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით:
• სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი)
• საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი
• მეფუტკრე
• ფარმაცევტის თანაშემწე
• რესტორნის სერვის მენეჯერი
• ბართენდერი
• მასაჟისტ-რეაბილიტატორი
• პრაქტიკოსი ექთანი
• ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი
• მიღება-განთავსების სპეციალისტი
• სასტუმრო საქმის სპეციალისტი
• ბუღალტერ-ტექნიკოსი
• მოლარე
• ოფისის-მენეჯერი
• საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
• ტუროპერატორი
• თმის სტილისტი
• დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
• თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე
• დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
• ბანკის მოლარე-ოპერატორი
• საბაჟო საქმის სპეციალისტი
• შემფასებელი
• ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
• არქიტექტორ-ტექნიკოსი
• კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი
• ვებ-ინტერფეისის დიზაინერი
• ვებ-ინტერფეისის დეველოპერი
• ვებპროგრამისტი
• ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
• კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი
• ზეინკალ–სანტექნიკოსი
• სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
• ბუღალტერი
• თექის ოსტატი
• სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი
• სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი
• ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
• ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი
• ღონისძიების მენეჯერი
• კონსულტანტ-გამყიდველი
• ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი
• ფილამწყობი
• ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი
• საკერავი მანქანის ოპერატორი
• ექთნის თანაშემწე
• მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი
• ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი
• სისტემების ადმინისტრატორი
• სარეკლამო აგენტი
• ბიბლიოთეკარი
• ვიზაჟის სპეციალისტი
• ღონისძიების დიზაინერი
• პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
• მუსიკის რეპეტიტორი
• პიანისტ-აკომპანიატორი
• იუველირი
• მემინანქრე
• გარემოს დაცვის ტექნიკოსი
• სადაზღვევო აგენტი
• ფოტოგრაფი
• ტრაქტორისტ-მემანქანე
• ჰიდროტექნიკური მშენებლობის ტექნიკოსი
• სამთო ტექნიკოსი
• სამთო ელექტრომექანიკოსი
• მყარი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ტექნიკური სპეციალისტი
• მქარგავი
• კალატოზი
• მებათქაშე
• მღებავი
• აგრარული ტექნიკის მექანიკოსი
• თევზის მომშენებელ-ოპერატორი
• მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი
• სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი
• ტრიკოტაჟის მქსოველ-ოპერატორი
• ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსი (1000ვ. ქვემოთ)
• სამგანზომილებიანი მოდელირების და ტექსტურირების სპეციალისტი
• სამგანზომილებიანი განათებისა და ვიზუალიზაციის სპეციალისტი
• მზარეული
• კონდიტერი
• მევენახეობა-მეღვინეობა (დუალური)
• მეხილეობა (კურკოვანი, თესლოვანი და კაკლოვანი კულტურები) (დუალური)
• მეცხოველეობა (მესაქონლეობა) (დუალური)
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიმართულებების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
მოდულურ/დუალურ პროგრამებს ახორციელებენ შემდეგი საგანმანათლებლო დაწესებულებები:
თბილისი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
თბილისი ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“
თბილისი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"
თბილისი სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისი სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი
თბილისი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“
თბილისი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“
თბილისი შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
თბილისი შპს - საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი
თბილისი შპს - მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი
თბილისი შპს - საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“
თბილისი შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, საზოგადოებრივი კოლეჯი
თბილისი სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი შპს მილენიუმ აკადემია
თბილისი ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
თბილისი შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "XXI საუკუნე"
თბილისი შპს დავით აღმაშენებლის აკადემია
თბილისი შპს - კოლეჯი "ხვალინდელი წარმატებისათვის"
თბილისი შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი
თბილისი შპს - „ორიენტირი“
თბილისი შპს - საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი
თბილისი/ქუთაისი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქუთაისი სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქუთაისი/ბაღდათი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“
გორი სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
გორი შპს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა
ქარელი სსიპ - დაბა აგარის საჯარო სკოლა
მცხეთა სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი
რუსთავი სსიპ - პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“
მარნეული შპს - მარნეულის სამედიცინო კოლეჯი
თელავი სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კაჭრეთი/ქვემო ალვანი/დედოფლისწყარო სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“
ბათუმი სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“
ბათუმი სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ბათუმი შპს - ბათუმის სამედიცინო აკადემია
ბათუმი სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქობულეთი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
ფოთი სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“
ზუგდიდი/სენაკი სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ჯვარი სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“
ხიჭაური ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
მესტია სსიპ - პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“
ამბროლაური სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“
ახალციხე სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ახალციხე სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს - www.eqe.gov.ge და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე ისარგებლონ ვებგვერდით vet.ge.