საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ანკარაში ავსტრალიის საელჩოს წარმომადგენელს, ქალბატონ ალექსანდრა პროცაილოს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის გაცნობის შემდეგ ქალბატონი პროცაილო განსაკუთრებით დაინტერესდა საგანმანათლებლო დოკუმენტაციის წარმოებით - რეესტრი, აპოსტილი, ლეგალიზაცია და საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობა.