FAQ

შემაჯამებელი შეხვედრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით კვალიფიკაციათა ფორმირების შესახებ

26 დეკემბერი 2016


26 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის სფეროს პროფესიული კვალიფიკაციების შემდგომი განვითარების შესახებ. დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშის განხილვა მომავალ წელსაც გაგრძელდება და სწორედ შეჯერებულ მოსაზრებებს დაეფუძნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პროცესი. აღნიშნული საქმიანობა მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

შემაჯამებელი შეხვედრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით კვალიფიკაციათა ფორმირების შესახებ