უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

11 იანვარი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 12 და 13  იანვარს 11:00  სთ-ზე გაიმართება სამუშაო შეხვედრა 2016-2017 ს/წ  გაზაფხულის  სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის.

აღნიშნულ შეხვედრას, მიზანშეწონილია, დაესწროს   მობილობაზე ან/და რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი.

ერთი დაწესებულებიდან შეხვედრას შეიძლება დაესწროს არაუმეტეს ორი ადამიანისა.

შეხვედრის თემა:   უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის ადმინისტრირების პროცესი.

შეხვედრის დრო: 12  და 13 იანვარი

შეხვედრის ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1,  0 სართული.