« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში 18-19 იანვარს მიმდინარეობდა პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ (სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი), საზოგადოებრივ კოლეჯებში - „გლდანის პროფესიული განვითარების ცენტრი“ (გრაფიკული დიზაინი და ვებდიზაინი) და „ნატალი აკადემია“ (საპარიკმახერო საქმე).
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდები გამარჯვებულები თითოეულ პროფესიაში შესაბამისი ჟიური შეფასებების შედეგად გამოვლინდნენ.
ვებდიზაინი
6 მონაწილე
I ადგილი - ცოტნე ნაზარაშვილი
II ადგილი - გიორგი ხურციძე
III ადგილი - ლაზარე კავლელიშვილი
ექსპერტი: სერგო კარაკოზოვი
გრაფიკული დიზაინი
8 მონაწილე
I ადგილი - სალომე წიქარიძე
II ადგილი - მარიამ ტყეშელაშვილი
III ადგილი - მარიამ შაიშმელაშვილი
ექსპერტი - გიორგი კევლიშვილი
სამზარეულო საქმე
11 მონაწილე
I ადგილი - ლია ლომიძე
II ადგილი - მურად ლეონიძე
III ადგილი - ალბერტ არუტიუნიანი და გიორგი გურგენიძე
ექსპერტი: როდამ ხიდეშელი
საპარიკმახერო საქმე
6 მონაწილე
I ადგილი - კრისტინა პარუნოვი
II ადგილი - მარიამ პირველი
III ადგილი - მალვინა ბუთიძე
ექსპერტი: ნატალი თოლორაია
საკონდიტრო საქმე
4 მონაწილე
I ადგილი - ანა-ქრისტინე ტატიშვილი
II ადგილი - ქრისტინე ქოჩარიანი
III ადგილი - დავით შეყლაშვილი
ექსპერტი: დავით ყურაშვილი
სარესტორნო სერვისი
4 მონაწილე
I ადგილი - ზურა შავიშვილი
II ადგილი - მარკ ოგანეზოვი
III ადგილი - ემზარ კენჭაძე
ექპერტი: ილია საგანელიძე
WorldSkills Georgia 2017 - მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში გაიმართება.