FAQ

მობილობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

21 იანვარი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ღია კარის დღეს - 23 იანვარს 11:00 საათიდან 12 საათამდე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

მომდევნო ღია კარის დღე გაიმართება 31 იანვარს, 11 საათიდან 12 საათამდე.

მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1