12 იანვარს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა პროფესიული განათლების ავტორიზაციის ექსპერტებთან. შეხვედრაზე საუბარი იყო პროფესიულ განათლებაში ხარისხის განვითარების სისტემასთან დაკავშირებით სამომავლო ხედვებზე. ასევე განხილული იყო ავტორიზაციის არსებული სტანდარტების ერთგვაროვანი ინტერპრეტირების საკითხები. ექსპერტების მხრიდან დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები, რასაც გაეცა შესაბამისი პასუხები. დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ავტორიზაციის სტანდარტების განახლებასთან დაკავშირებით.