FAQ

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

16 იანვარი 2017

13 იანვარს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი იყო პროფესიულ განათლებაში ხარისხის განვითარების სისტემასთან დაკავშირებით სამომავლო ხედვებზე. ასევე განხილული იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის არსებული სტანდარტების დეტალური განმარტებები. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები, რასაც გაეცა შესაბამისი პასუხები.