FAQ

შეხვედრა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციის შესახებ

25 იანვარი 2017


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციის შესახებ. შეხვედრაზე ინტეგრირებული პროგრამების მონიტორინგის გეგმა და ინსტრუმენტები განიხილეს. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს სასწავლო გარემოში პროგრამის რეალიზების შეფასება, დანერგვის მიმდინარეობის რეალური სურათისა და არსებული პრობლემების გამოვლენა, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით გონივრული, ქმედითი და ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება პროგრამის გასაუმჯობესებლად და ყველა დონეზე მის განსახორიცლებლად.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

შეხვედრა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაციის შესახებ