FAQ

მორიგი ღია კარის დღე გაიმართა

31 იანვარი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მობილობით დაინტერესებული პირებისთვის მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. სტუდენტებმა და მობილობით დაინტერესებულმა სხვა პირებმა ცენტრის წარმომადგენლებისგან მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.

მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 20 იანვარს 12:00 საათზე და 02 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მობილობის ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მორიგი ღია კარის დღე გაიმართა