საორიენტაციო და მოსამზადებელ პროგრამაში მოსწავლეთა ჩართვის მიზნით კაჭრეთის რაიონის სამი სოფლის - არაშენდის, ჯიმითისა და კაჭრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მოსწავლეებს საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ წარმომადგენლებმა საორიენტაციო და მოსამზადებელი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ მოსწავლეებს სთავაზობს საორიენტაციო და მოსამზადებელ პროგრამას ორი მიმართულებით: ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება და ცხოველების მოვლა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სახალისო და საინტერესო სწავლების მეშვეობით პრაქტიკულად გაეცნობიან პროფესიებს. სწავლების პროცესი მიზნად ისახავს მოზარდების თვითგამორკვევის ხელშეწყობას, მათთვის შრომითი უნარების, კონკრეტული პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და მომზადებას შემდგომი განათლებისა თუ დასაქმებისთვის.
პროგრამა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.