FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

3 თებერვალი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველო 7 და 8 თებერვალს 12:00 საათზე მართავს შეხვედრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის თემა: 2017 წელს მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების მიზნით უსდ-ების მიერ სპეციალური ანკეტა-კითხვარიaსა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციის წარდგენის ვადები და პროცედურები.

შეხვედრის ადგილი: სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისსაკონფერენციო დარბაზი (ნულოვანი სართული).