„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების ფორმები. აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 3 თებერვლის №74 ბრძანებით დამტკიცდა „ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმების წესი“.