6 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ვიზიტების მესამე ეტაპის შემაჯამებელი დოკუმენტის ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით.
„პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 2016 წლის სექტემბიდან დეკემბრამდე გარე მხარდაჭერის ვიზიტები განხორციელდა მოდულური პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 43 სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განხილვას ესწრებოდნენ პროფესიულ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების საინფორმაციო მართვის სისტემის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოდულური პროგრამების დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ცალკეულ განმახორციელებლების მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებს, სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებენ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას, იმისათვის, რომ მიმდინარე წლისათვის საგანმანათლებლო დაწესებებულებებმა უფრო ფართო მასშტაბებით შეძლონ მოდულურ პროგრამებზე გადასვლა.