გაცნობებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვალს 14:00 საათზე ჩანიშნულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა ცვლილება - ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის გამო დღის წესრიგიდან მოიხსნა შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ოლიმპის ავტორიზაციის საკითხის განხილვა, ასევე შეიცვალა სხდომის ჩატარების დროც - სხდომა დაიწყება 16:30 საათზე.
სხდომის თარიღი: 2017 წლის 10 თებერვალი, 16:30 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, ნული სართულის საკონფერენციო დარბაზი)
დღის წესრიგი:
შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ელიტისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხის განხილვა
შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა
შპს საზოგადოებრივ კოლეჯ თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.