გაცნობებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვალს 14:00 საათზე ჩანიშნულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა ცვლილება - ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის გამო დღის წესრიგიდან მოიხსნა შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ოლიმპის ავტორიზაციის საკითხის განხილვა, ასევე შეიცვალა სხდომის ჩატარების დროც - სხდომა დაიწყება 16:30 საათზე.
სხდომის თარიღი: 2017 წლის 10 თებერვალი, 16:30 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, ნული სართულის საკონფერენციო დარბაზი)
დღის წესრიგი:
1. შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ელიტისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხის განხილვა
2. შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა
3. შპს საზოგადოებრივ კოლეჯ თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.