საქართველოს სახალხო დამცველთან მემორანდუმი გაფორმდა

31 ივლისი 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს  მიერ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტირებასა და დახვეწას, რაც ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.


საბჭო ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების საგნობრივი რედაქტირების თაობაზე.


ორივე მხარემ  გამოთქვა მზადყოფნა, მემორანდუმის ფარგლებში აწარმოონ დიალოგი, მოახდინონ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვ. საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას.

საქართველოს სახალხო დამცველთან მემორანდუმი გაფორმდა