17 თებერვალს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა მეწარმეობის მოდულები და ოფისის მენეჯერის, საწყობის ლოჯისტიკის ოპერატორის,საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვები სპეციალისტის პროფესიული სტანდარტები. ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები: საოფისე საქმე და ღონისძიებების ადმინისტრირება, საფინანსო სერვისები, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საბაჟო საქმე, გაყიდვების სერვისები, ბუღალტრული აღრიცხვა.
საბჭოს მუშაობამ ნაყოფიერად ჩაირა. დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს წარმოდგენილი დოკუმენტაციის დასამტკიცებლად საბჭოზე განხილული შენიშვნების გათვალისწინებით.