21 თებერვალი 2017
გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აგრძელებს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფის მოდელის დანერგვას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, გახდეს EFQM-ის პარტნიორი საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, ცენტრის მიერ კონკურსით შერჩეულ ექსპერტებს, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოწვეულმა ექსპერტმა, დოქტორმა სიუზან კალდშმიტმა 2016 წლიდან ეტაპობრივად ჩაუტარა ტრენინგები, რომელიც მიმდინარე წლის 20 თებერვალს დასრულდა.
ხარისხის მართვის ევროპული ფონდი (EFQM), მარტის თვეში გეგმავს შერჩეული ქართველი ექსპერტების აკრედიტაციას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ EFQM-ის მიერ აკრედიტებული ტრენერის წოდება მიენიჭებათ.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა EFQM-ის შიდა ხარისხის მართვის მოდელის დანერგვის პროცესი წარმატებით გაიარა და ხარისხის მართვის ევროპული ფონდის სერტიფიკატი გადაეცა.