განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სფეროს პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაცია.
ამასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 6-13 მარტს გაიმართა შეხვედრები მეცხოველეობის, მემცენარეობისა და მებაღეობის, ვეტერინარიის და ბიომეურნეობის ექსპერტებთან.
შეხვედრები მიზნად ისახავდა განათლებისა და დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ეკონომიკური სახეების ეროვნული კლასიფიკატორის განხილვას სოფლის მეურნეობის ჭრილში. მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირებების შესაძლებლობებზე.