შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებთან

16 მარტი 2017


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ ცვლილებებზე. ამასთან, ცვლილებების მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015).

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესის თვისებრივი გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, ექსპერტებთან ერთად პირველად ჩაერთვებიან დამსაქმებლები და სტუდენტები. მაღალკვალიფიციური ექსპერტების შესარჩევად ცენტრი გამოაცხადებს ექსპერტთა შესარჩევ კონკურსს, რომლის საფუძველზეც მოხდება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგამის მრავალმხრივ, გამჭვირვალე და სრულფასოვან შეფასებას.

კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტები გაივლიან შესაბამის მომზადებას.

წელს პირველად აკრედიტაციის პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად, პირველ ეტაპზე, შეაფსებენ ინგლისურენოვან პროგრამებს. ასევე, შეაფასებენ მოქმედ რეგულირებად პროფესიებს (სამართალი, მედიცინა) და წარმოადგენენ რეკომენდაციებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის

შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებთან