16 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა შიდა მხარდაჭერის ჯგუფების ფუნქციონირების შესახებ იმ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც 2016 წლის მეორე ნახევრიდან მიიღეს ავტორიზაცია ან/და დაიმატეს ახალი მოდულური პროგრამა.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო მოდულური პროგრამების დანერგვის შიდა მხარდაჭერის ჯგუფების ფუნქციებისა და მხარდაჭერის კითხვარების გაცნობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და პრაქტიკული უნარების განვითარება. ასევე, დამსწრე პირებს მიეცათ პრაქტიკული რჩევები გარე მხარდაჭერის სპეციალისტების მიერ.