გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“. პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირების მიმართულებით. ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.
ფერმერთა ასოციაცია პროფესიული განათლების რეფორმირების მხარდამჭერი ორგანიზაციაა და, სწორედ მისი ჩართულობით, 2016 წლიდან ხორციელდება 2 პროგრამა (მეცხოველეობა, მეხილეობა) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. ასოციაცია აქტიურად იქნება ჩართული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხილვის პროცესშიც.