საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს პროგრამის დარგის ფასილიტატორის შერჩევის მიზნით
2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით
პროგრამის დარგის ფასილიტატორის თანამდებობის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკადემიური ან პროფესიული განათლება ან/და არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რომელიმე შემდეგი მიმართულებით:
ა.ა) სამუსიკო შესრულება;
ა.ბ) ლითონის მხატვრული დამუშავება;
ა.გ) ქორეოგრაფია;
ა.დ) კერამიკა;
ა.ე) ვებინტერფეისის დიზაინი;
ა.ვ) ფარმაცია;
ა.ზ) აუდიო-ვიზუალური ხელოვნება;
ა. თ) საიუველირო საქმე;
ა.ი) გრაფიკული დიზაინი;
ა.კ) ანიმაცია (კლასიკური და გრაფიკული ანიმაცია);
ა.ლ) ინდუსტრიული დიზაინი;
ა.მ) ქვის დეკორატიული გამოყენება;
ა.ნ) ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის დამუშავება;
ა.ო) სილამაზის მომსახურება;
ა.პ) პერსონალური მომსახურებები.
ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point) კარგად ცოდნა;
გ) ქართულ ენაზე მეტყველების, კითხვისა და წერის ძალიან კარგი უნარები;
დ) სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროფესიულ სტანდარტებზე ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება, რაც უნდა დასტურდებოდეს კანდიდატის მიერ ქართულ ენაზე წარმოდგენილი ავტობიოგრაფიით - (CV).
დარგის ფასილიტატორის თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება 15 ადგილზე, საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩევა თითო კანდიდატი „ა“ პუნქტში (წინამდებარე) მითითებული შესაბამისი მიმართულებიდან.
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება პროგრამის დარგის ფასილიტატორი (შესაბამისი მიმართულებით) მაგალითად - „პროგრამის დარგის ფასილიტატორი ქორეოგრაფიის მიმართულებით“
კონკურსის შედეგად დარგის ფასილიტატორის თანამდებობაზე შერჩეულ პირთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება ცენტრის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადით და ამ ვადის განმავლობაში მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 1400 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
პროგრამის დარგის ფასილიტატორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული სტანდარტის/სტანდარტების გადამუშავების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება ცენტრის ფარგლებში განსაზღვრული მეთოდოლოგიითა და ინსტრუქციით, რომლის შესრულების შედეგად მოსალოდნელი შედეგებია/პროდუქტებია:
ა) საერთაშორისო და ეროვნული პრაქტიკის ანალიზის შემუშავებაში თანამონაწილეობა;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის თანდართული მოდულების პროექტები;
გ) საჭიროების შემთხვევაში გადამუშავებული პროფესიული სტანდარტი/სტანდარტები;
დ) შუალედური და საბოლოო ანგარიშები, შესაბამისი თანდართული დოკუმენტაცია.
დარგის ფასილიტატორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს დამატებით უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:
ა) აზრის გამართულად ჩამოყალიბების;
ბ) ლოგიკური აზროვნების;
გ) ანალიტიკური აზროვნების;
დ) სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობების კოორდინაციის.
პროგრამის დარგის ფასილიტატორის თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, info@eqe.ge, აუცილებლად უნდა ატვირთონ:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია - (CV) ქართულ ენაზე;
გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ