საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის შესარჩევად:
შტატგარეშე
ადგილების რაოდენობა 1
თანამდებობრივი სარგო 1320 ლარი
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:
ა) საქმიანობის კოორდინაციის;
ბ) დროის ეფექტურად მართვის;
გ) ანალიტიკური აზროვნების;
დ) გუნდში მუშაობის.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ბ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
დ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერის №99/ნ ბრძანება;
ე) „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
ვ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - hr-jobs@eqe.ge
– აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
ა) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე, სადაც აღნიშნულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილება;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
დ)სამოტივაციო წერილი.
კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.
ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ