FAQ

კონკურსი ცხელი ხაზის ოპერატორის შესარჩევად

5 აპრილი 2017

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს ცხელი ხაზის ოპერატორის შესარჩევად:

შტატგარეშე

ადგილების რაოდენობა 1

თანამდებობრივი სარგო 1320 ლარი

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს ცხელი ხაზის ოპერატორისთანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) აკადემიური უმაღლესიგანათლება, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მასობრივი კომუნიკაციის ან ჟურნალისტიკის ან საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში;

ბ) ინგლისური  და რუსული ენების კარგად ცოდნა;

გ) მსგავს პოზიციაზე ან განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგადცოდნა.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს ცხელი ხაზის ოპერატორისმიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

  1. 1. ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
    2. ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარზე პასუხის არქონის შემთხვევაში, აბონენტისგან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მიღება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, აბონენტთან დაკავშირება და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
    3. შემოსულ სატელეფონო ზარზე სათანადო პასუხის გაცემის მიზნით, ცენტრში არსებულ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში, eflow-ში საჭირო ინფორმაციის მოძიება;
    4. საჭირო ინფორმაციის მოძიება წერილის შემსრულებლისგან იმ შემთხვევაში, როდესაც eflow-ში ეს შეუძლებელია;
    5. საჭიროების შემთხვევაში, აბონენტთან დაკავშირება და ინფორმაციის მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდება;
    6. ყოველი თვის ბოლოს ცენტრში შემოსული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამმართველოს უფროსისა და სამართველოს კოორდინატორისთვის;
    7. საჭიროების შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის დავალებით, სხვა სამუშაოების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს ცხელი ხაზის ოპერატორისთანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:

ა) კომუნიკაციის;
ბ) დროის მართვის;
გ) გამართული მეტყველების;
დ) ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის;
ე) გუნდში მუშაობის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს ცხელი ხაზის ოპერატორისთანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება.

 

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - hr-jobs@eqe.ge

–  აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე, სადაც აღნიშნულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილება;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

დ)სამოტივაციო წერილი.

 

კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

 

ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ