FAQ

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზდენტის ვიზიტი საქართველოში

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
6 აპრილი 2017


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი - პროფესორი დევიდ გორდონი და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი შივონ ფიცპატრიკი.

5 აპრილს სამუშაო შეხვედრა გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც სტუმრები ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. საქართველოში მიღებულ სამედიცინო განათლებას 2023 წლიდან უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. სამედიცინო პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს მოიპოვოს ფედერაციის აღიარება, რაც საშუალებას მისცემს განახორციელოს სამედიცინო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.