ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

7 აპრილი 2017


7 აპრილის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს საწვავ-საპოხი მასალების ავიატექნიკოსის, საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ტექნიკური სპეციალისტის, საჰაერო ხომალდებისა და ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსის პროფესიული სტანდარტები, ასევე, საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტი.

საბჭოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია გასცეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.


ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა