დარგობრივი საბჭო

10 აპრილი 2017

7 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა დარგობრივი შეხვედრა „ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტის” მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მონაწილეობით.
შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნული დარგის მიმართულებით მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებას.

დარგობრივი საბჭო