6 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა - პროფესორმა დევიდ გორდონმა და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიობჰან ფიცპარტიკმა შეხვედრის მონაწილეებსსამედიცინო განათლების ახალი მოთხოვნები და სამომავლო ტენდენციებიგააცნეს. სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებებმა შეხვედრაზე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ასევე მოინახულეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ლუგარის სახელობის ლაბორატორია.