6 და 7 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა კონფერენცია „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა“. კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, შეფასების მეთოდოლოგია, გამოწვევები და შესაძლებლობები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოს წევრები, ასევე, სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარტნიორი სამინისტროებიდან.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტის შემუშავება განხორციელდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნების, საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA).
დღის წესრიგი
Alignment of Internal and External Quality Assurance Mechanisms and Impact on Education Quality Development
Dr David Cairns
Relevance of ESG-2015 to reforming Georgian Higher Education in the context of commonEuropean Higher Education Area policies
Aurelija Valeikienė,
Deputy Director
Centre for Quality Assessment in Higher Education (SKVC), Lithuania,
Council of Europe Expert
From Quality Control to Quality Development
Dr Maiki Udam