FAQ

მოსწავლეთა მოსამზადებელი და საორიენტაციო კურსის წინასწარი შეფასების ანგარიშის განხილვა

18 აპრილი 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების პილოტირება დაიწყო. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულია მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი, რომლის მიერ მონიტორინგისა და შეფასების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება, როგორც კურსის დაწყებამდე, ასევე მისი განხორციელებისას და დასრულებისას. შეფასებისა და მონიტორინგის პროცესის პირველ ეტაპს პროგრამამდელი შეფასება წარმოადგენს, რა დროსაც ხდება კურსისადმი მოსწავლეების მოლოდინების, დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეფასება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფმა პროგრამამდელი შეფასების ანგარიში წარმოადგინა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოამზადა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რათა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსები მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსწავლეთა საჭიროებებზე.

მოსწავლეთა მოსამზადებელი და საორიენტაციო კურსის წინასწარი შეფასების ანგარიშის განხილვა