13 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები“, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები. კონფერენციისთვის ცენტრმა სპეციალურად მოიწვია ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი აჰიმ ჰოპბახი.
კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები, შეფასების მიდგომები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხედვა განახლებულ მექანიზმებთან და გარდამავალ ეტაპთან დაკავშირებით.
ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ მიმოიხილა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცვლილებები, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირების საკითხი, რომელშიც პირველად ჩაერთვნენ სტუდენტებისა და დასაქმების ექსპერტების წარმომადგენლები. ასევე აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე შერჩეული ექსპერტებისთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი (TOT), რომელსაც უძღვებოდა ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი აჰიმ ჰოპბახი.
ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობენ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას, აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში
თამარ სანიკიძე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
External Quality Assurance 2017 – New Approach and New Opportunities
Dr Achim Hopbach
Managing Director, AQ Austria
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია: ახალი მიდგომები, პრინციპები და მეთოდები
ირინე დარჩია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
Quality Assurance in the European Higher Education Area – state of play
Dr Achim Hopbach
Managing Director, AQ Austria