FAQ

ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განხილვა

26 აპრილი 2017


25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი ედუარდა კასტელ-ბრანკო ეწვია. ვიზიტის მიზანია ცენტრის მიერ შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის განხილვა უცხოელ ექსპერტთან ერთად და პროექტის დამტკიცების შემდეგ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოებთან თავსებადობისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განიხილეს შესაბამისობის კრიტერიუმები და ეტაპები, რომლებიც ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან თავსებადობის დადგენის მიზნით უნდა დააკმაყოფილოს ეროვნულ დონეზე შემუშავებულმა ჩარჩომ. ასევე, ედუარდა კასტელ-ბრანკომ მიმოიხილა ეროვნული და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოების შორის განსხვავების მთავარი პრინციპები, მათი შემუშავების, დანერგვისა და განვითარების მეთოდოლოგია.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი და პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და დონორები.

ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განხილვა