FAQ

ბიზნეს-ოლიმპიადა ბათუმში

27 აპრილი 2017

2017 წლის 26 აპრილს, ბათუმში ინტელექტუალური ,,ბიზნეს ოლიმპიადის“ სუპერ-ფინალი გაიმართა. ოლიმპიადაში ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 11-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო საკვანძო კომპეტენციის განვითარებას და სხვადასხვა პროფესიების გაცნობის გზით მათ პროფესიულ ორიენტაციას.
ოლიმპიადის მხარდამჭერები იყვნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ტერა ბანკი, ფინანსური მართვის ჯგუფი - FMG. ოლიმპიადის ორგანიზატორები საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერაშორისო ასოციაცია - SEPIA იყვნენ.
ოლიმპიადაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად ბათუმის 25-ე, 22-ე და მე-9 საჯარო სკოლების გუნდებმა მოიპოვეს.
ოლიმპიადის დასკვნით ეტაპზე ჟიურის შემადგენლობაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროსი, კახაბერ ერაძე მონაწილეობდა, რომელმაც გამარჯვებულ მონაწილეებს ცენტრის სახელით ბიზნესის თემებზე გამოცემული წიგნები გადასცა.


ბიზნეს-ოლიმპიადა ბათუმში